
ერთი ლინზა სამუშაოდ · ერთი ლინზა ძილისთვის.
ლუმინექსი არ არის უბრალოდ აქსესუარი, არამედ ყოველდღიური მუშაობისა და ძილის რეჟიმისთვის შექმნილი პერფორმანს სათვალეები. ჩვენი ლინზები ეხმარება თვალებს ეკრანისა და ხელოვნური განათების დატვირთვის შემცირებაში, რაც ნიშნავს ნაკლებ თვალების დაღლას, მეტ კონცენტრაციას, უფრო ხარისხიან და ღრმა ძილს, ნაკლებ თავის ტკივილს და უფრო ხანგრძლივ, კომფორტულ სამუშაო სესიებს.ლუმინექსი შექმნილია ყოველდღიური მუშაობისა და ძილის რეჟიმისთვის. ლინზები ამცირებს ეკრანის დატვირთვას — მეტი კონცენტრაცია, ნაკლები დაღლა, უკეთესი ძილი.
აირჩიე ფუნქცია

ღრმა ძილი · აღდგენა
ღრმა წითელი ლინზა: ბლოკავს ლურჯი და მწვანე სინათლის დაახლოებით 99%-ს - შედეგად იძინება უფრო სწრაფად, ღრმად და ძილი ხდება ბევრად ხარისხიანი

დღე + ღამე
RUSTAVELI სამუშაოდ. PIROSMANI ძილისთვის.

ეკრანთან სამუშაოდ · კონცენტრაცია
მსუბუქი ყვითელი ლინზა: ამცირებს ეკრანებისგან და LED განათებებისგან მომავალ ლურჯ სინათლეს - შედეგად თვალები და თავი აღარ გტკივდება და ხარ უფრო კონცენტრირებული
მეცნიერება
როგორ მუშაობს ლინზა
ხილული სპექტრი დაახლოებით 380 ნმ-დან 700 ნმ-მდეა. მარცხენა მხარეს არის მოკლე ტალღები — იისფერი და ლურჯი. სწორედ ამ დიაპაზონს უკავშირდება ეკრანისა და LED განათების მთავარი დატვირთვა. აირჩიე ლინზა და ნახე, სპექტრის რომელ ნაწილზე მუშაობს.
წყარო: Micro-Light Optics Co., Ltd · EN ISO 12312-1:2022 · ANSI Z80.3:2018 · AS/NZS 1067.1:2016
სხეული სხვადასხვა ტალღის სიგრძეს სხვადასხვანაირად კითხულობს. ეკრანები და LED განათება განსაკუთრებით ძლიერად ასხივებს მოკლე ტალღის, ლურჯ დიაპაზონში — იმ ნაწილში, რომელიც საღამოს ძილის რიტმს უშლის ხელს და დღისით თვალს ტვირთავს.
PIROSMANI-ს ხილული სინათლის გამტარობა არის 13.07% — ძლიერი საღამოს ფილტრი. RUSTAVELI-ს Tv არის 79.87% — მსუბუქი სამუშაო ფილტრი, რომელიც სამყაროს არ აბნელებს.
RUSTAVELI შექმნილია ეკრანთან ხანგრძლივი სამუშაოსთვის. PIROSMANI — მზის ჩასვლის შემდეგ, როცა გინდა სხეულს ღამის სიგნალი დაუბრუნო. ეს არ არის მოდის აქსესუარი. ეს არის ინსტრუმენტი თვალისთვის.



მოდელი 01 — ძილი · ფილტრის კატეგორია 3
ღამის ლინზა. შექმნილი ძილისთვის.
ფიროსმანის მოდელს აქცს ღრმა წითელი ლინზა, რომელიც ბლოკავს ლურჯი და მწვანე სინათლის დაახლოებით 99%-ს. შედეგად იძინება უფრო სწრაფად, ღრმად და ძილი ხდევა ბევრად ხარისხიანი.
გამოიყენეთ დაძინებამდე 2–3 საათით ადრე.

მოდელი 02 — სამუშაო · ფილტრის კატეგორია 1
დღის ლინზა. შექმნილი კონცენტრაციისთვის.
რუსთაველის მოდელს აქვს მსუბუქი ყვითელი ლინზა, რომელიც ამცირებს ეკრანებისგან და LED განათებებისგან მომავალ ლურჯ სინათლეს. შედეგად თვალები და თავი აღარ გტკივდება და ხარ უფრო კონცენტრირებული.
გამოიყენეთ დღის განმავლობაში.
ლუმინექსი არ არის უბრალოდ აქსესუარი, არამედ ოპტიკა შედეგისთვის.
ლუმინექსი არ არის უბრალოდ აქსესუარი, არამედ ყოველდღიური მუშაობისა და ძილის რეჟიმისთვის შექმნილი პერფორმანს სათვალეები. თითოეული ლინზა მორგებულია კონკრეტულ დღის კონკრეტული ნაწილისთვის, რათა შეამციროს ეკრანებისა და LED განათების დატვირთვა — მეტი კონცენტრაციისთვის, ნაკლები თვალის დაღლისა და თავის ტკივილისთვის, უკეთესი ძილისთვის და უფრო ხანგრძლივი, კომფორტული სამუშაო სესიებისთვის. ყველა მოდელი ლაბორატორიულად არის შემოწმებული
FAQ
Luminex არის ქართული პერფორმანს სათვალეების ბრენდი. გვაქვს სათვალეების ორი მოდელი: RUSTAVELI — კონცენტრაციისთვის და ეკრანთან სამუშაოდ; PIROSMANI — ღრმა და ხარისხიანი ძილისთვის
არა. ლუმინექსი არ არის მოდის აქსესუარი და არც კლასიკური მზის სათვალე. თითოეული მოდელი ბლოკავს ეკრანებისგან მომავალ მავნე ლურჯ შუქს და კონკრეტული მიზანს ემსახურება
თუ დღეში დიდ დროს ატარებ ეკრანთან, აირჩიე RUSTAVELI. თუ საღამოს ტელეფონი, ლეპტოპი, ტელევიზორი ან ძლიერი LED განათება ძილს გირღვევს, აირჩიე PIROSMANI. თუ გინდა სრული სისტემა — აიღე ორივე: Rustaveli დღისთვის, Pirosmani ღამისთვის.
კი. ორივე მოდელი დამოუკიდებლად შემოწმებულია Micro-Light Optics Co., Ltd-ის მიერ. გამოყენებული სტანდარტებია ANSI Z80.3:2018, EN ISO 12312-1:2022 და AS/NZS 1067.1:2016. პროდუქტის გვერდებზე მოცემულია ძირითადი შედეგები: Tv, UV დაცვა, ლურჯი სინათლის მონაცემები და საგზაო სიგნალების ტესტები.
ლინზები დასახელებულია ქართველების პატივსაცემად, ვისი საქმეც სინათლეს უკავშირდებოდა. Pirosmani — ღამე, ლამპის შუქი და წითელი ტონები. Rustaveli — ხანგრძლივი კონცენტრაცია, წერა და ღრმა მუშაობა. სახელები დეკორაცია არ არის; ისინი მოდელის ფუნქციას ხსნის.
არა. PIROSMANI არის ძლიერი წითელი ფილტრი, Tv 13.07%, ფილტრის კატეგორია 3. ის შექმნილია ძილის წინა საათებისთვის და არ არის სერტიფიცირებული ავტომობილის მართვისთვის.
კი. RUSTAVELI არის მსუბუქი ყვითელი ფილტრი, Tv 79.87%, ფილტრის კატეგორია 1. ლაბორატორიულ ტესტებში საგზაო სიგნალების ამოცნობა გავლილია: წითელი 94.17%, ყვითელი 91.61%, მწვანე 73.54%. ღამის მართვის მოთხოვნაც დაკმაყოფილებულია Tv ≥ 75% პირობით.
კი. ორივე მოდელი ბლოკავს UV-A და UV-B გამოსხივებას. Pirosmani-ს UV-A/UV-B მაქსიმალური გამტარობა არის 0.02%; Rustaveli-ს — 0.00% ლაბორატორიული გაზომვით.
ამ ეტაპზე Luminex ხელმისაწვდომია მხოლოდ არა-რეცეპტული ვერსიებით. RUSTAVELI შეგიძლია ატარო კონტაქტურ ლინზებთან ერთად. რეცეპტული ვერსიები სამომავლოდ განიხილება.
შეკვეთა სრულდება ონლაინ და იგზავნება პირდაპირ მომხმარებელთან. ზუსტი მიწოდების პირობები და ვადები გამოჩნდება შეკვეთის დადასტურებამდე.